ავტორიზაცია

"ვან დე ბეკი რომ ვიყო, ოლეს ვეტყოდი, წადი შენი თქო", - იუნაიტედის ექს-ნახევარმცველმა სოლსკიაერი გააკრიტიკა

"ვან დე ბეკი რომ ვიყო, ოლეს ვეტყოდი, წადი შენი თქო", - იუნაიტედის ექს-ნახევარმცველმა სოლსკიაერი გააკრიტიკა
თარიღი 09 Nov 2021, 12:14

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, გუნდში დონი ვან დე ბეკის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„დონი ვან დე ბეკმა „ატალანტასთან“ მატჩში ოთხი სათამაშო წუთი მიიღო. მაღელვებს გადაწყვეტილებები, რომელსაც სოლსკიაერი იღებს. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც ოლემ პირადად უთხრა: „მოდი ოლდ ტრაფორდზე, სასტარტოში ითამაშებ, შენში 40 მილიონ ფუნტს ვიხდით და ნახევარდაცვის ბურჯი იქნები.“

დონი ფიქრობს: „ჯანდაბას ყველაფერი, ეს ჩემი ოცნებაა, მე სწორედ ამას ველოდი.“ გადის ორი წელი და ის მუდამ სკამზე ზის. ოლემ ის საცინად აიგდო.

არამარტო საცინად აიგდო, არამედ „ატალანტასთან“ ოთხი წუთი ხომ ათამაშა, შემდეგ კი იფიქრა: „აი, კიდევ ერთი შანსი შენ თავის გამოსაჩენად, მიდი „მან სიტისთან“ 10 წუთი ითამაშე. 85 წუთი უბურთოდ გავატარეთ და აბა, დამანახე რა შეგიძლია.“ 

დონი ვან დე ბეკი რომ ვიყო, სოლსკიაერს ვეტყოდი: „წადი შენი, არ ვაპირებ მოედანზე 10 წუთის გამო შესვლას, როცა იქამდე მთელი მატჩი უბურთოდ გავატარეთ.“ ეს კიდევ უფრო დიდი დაცინვაა.

ასეთი გადაწყვეტილებები უბრალოდ კუთხეში მაქცევს, მათ ვერ ვიგებ. მან არ მისცა ლინგარდს „ვესტ ჰემში“ წასვლის საშუალება, იმიტომ რომ მნიშვნელოვან როლს დაპირდა. გუნდი 0:2-ს აგებს, ჯესი კი სკამზე ჯდომას აგრძელებს.

ასევე, მოდით პოგბას სიტუაციასაც შევხედოთ - მან წითელი ბარათების მიღებას დაუხშირა, სიტუაცია იძაბება და ის სეზონის ბოლოს აუცილებლად წავა.“ - აღნიშნა ინსმა.