ავტორიზაცია

ყოფილი მწვრთნელი ითხოვს - ელგუჯა ლობჯანიძე ბულგარულ გრანდს სურს

ყოფილი მწვრთნელი ითხოვს - ელგუჯა ლობჯანიძე ბულგარულ გრანდს სურს
თარიღი 09 ნოე 2021, 12:21

კოსტანაის ტობოლის 29 წლის ქართველი ფორვარდის ელგუჯა ლობჯანიძის გადაბირება სოფიას ცსკა-ს სურს.

ამის შესახებ ყაზახური გამოცემა meta-ratings.kz იუწყება და წერენ, რომ აღნიშნული ტრანსფერის მთავარი ინიციატორი გუნდის მთავარი მწვრთნელი სტოიჩო მლადენოვია, რომელიც ფეხბურთელს კაისარიდან კარგად იცნობს, სადაც ქართველ შემტევს ამ მწვრთნელის მეთაურობით კარგი თამაშები ჰქონდა, 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ელგუჯა ლობჯანიძე აწ უკვე დასრულებულ სეზონში ტობოლთან ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა. 29 წლის ფეხბურთელმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ბულგარეთის ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ 26 ქულით სოფიას ცსკა მე-2 პოზიციაზეა.