ავტორიზაცია

"ვფიქრობ ძალიან მოეწონებოდა", - უილშირმა აზარს პრემიერ ლიგის გუნდში გადასვლა ურჩია

"ვფიქრობ ძალიან მოეწონებოდა", - უილშირმა აზარს პრემიერ ლიგის გუნდში გადასვლა ურჩია
თარიღი 10 ნოე 2021, 00:27

ინგლისის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მადრიდის „რეალის“ შემტევს ედენ აზარს პრემიერ ლიგაში დაბრუნება ურჩია.

უილშირის თქმით, აზარი ფინანსურად გაძლიერებულ „ნიუკასლში“ უნდა გადავიდეს, რომელსაც ბოლო პერიოდში ბელგიელისადმი ინტერესს მართლაც აწერენ.

„ედენ აზარი - სულ სხვა დონეა, მაგრამ მგონია, რომ მას ძალიან მოეწონებოდა ისეთ მწვრთნელთან მუშაობა, როგორიც არის ედი ჰაუ. 

ის ისეთი მწვრთნელია, რომლის გუნდში თამაშსაც აუცილებლად მოისურვებ.“ - აღნიშნა უილშირმა.

ცნობისთვის, „ბორნმუთის“ ექს-მწვრთნელმა, ედი ჰაუმ „ნიუკასლი“ ოფიციალურად სულ ახლახანს ჩაიბარა. უილშირი მას სწორედ ამ გუნდში ერთად მუშაობიდან იცნობს.

აზარს ბოლო პერიოდში „რეალში“ საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა და პრესაში მის შესაძლო წასვლაზე საუბრები უკვე დაიძრა.