ავტორიზაცია

"საკუთარი თავი უკვე დამავიწყდა", - ფრანჩესკო ტოტიმ კასანოს სკანდალურ განცხადებას უპასუხა

"საკუთარი თავი უკვე დამავიწყდა", - ფრანჩესკო ტოტიმ კასანოს სკანდალურ განცხადებას უპასუხა
თარიღი 10 ნოე 2021, 00:37

„რომას“ და იტალიის ნაკრების ექს-ფორვარდმა, ფრანჩესკო ტოტიმ, თავის ყოფილ თანაგუნდელს ანტონიო კასანოს უპასუხა.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, კასანომ ძალიან რეზონანსული ფრაზა წარმოთქვა, როცა აღნიშნა, რომ ფრანჩესკო ტოტის ყველა უახლოეს 20 წელიწადში დაივიწყებს, მარადიული კი ფეხბურთში მხოლოდ სამი სახელია: ლეო მესი, დიეგო მარადონა და იოჰან კროიფი.

ჩემთვის სულერთია, მე საკუთარი თავი უკვე დამავიწყდა. არავის დაცვა არ მჭირდება.“ - ციტირებს ტოტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ტოტი „რომაში“ 1992-2017 წლებში ასპარეზობდა, რის შემდეგაც გუნდის დირექტორის პოსტზე დაინიშნა, თუმცა ეს თანამდებობა 2019 წელს დატოვა და გუნდიდან წავიდა.

2020 წლის თებერვალში ექს-ფეხბურთელმა რომში ორი სასკაუტო სააგენტო გახსნა, ამა წლის მარტში კი ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც სპორტული აგენტი.