ავტორიზაცია

ბარსელონას ფეხბურთელები კოუტინიოს საქციელებისგან დაიღალნენ

ბარსელონას ფეხბურთელები კოუტინიოს საქციელებისგან დაიღალნენ
თარიღი 10 ნოე 2021, 01:07

„ბარსელონას“ ფეხბურთელები თანაგუნდელის, ფილიპე კოუტინიოს ქცევით უკმაყოფილონი არიან.

TV3-ს ინფორმაციით, „ბარსელონას“ გასახდელი ძალიან დაიღალა კოუტინიოს საქციელებით როგორც ვარჯიშებზე, ისე უშუალოდ თამაშებშიც.

უკანასკნელ წვეთად ფეხბურთელებისთვის „სელტასთან“ მატჩში მომხდარი ინციდენტი გახდა, როცა ბრაზილიელმა მეორე ტაიმში მოედანზე შესვლაზე უარი განაცხადა.

მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ რამდენიმე ავტორიტეტულმა ფეხბურთელმა კოუტინიოს საქმისადმი მიდგომის გამო უსაყვედურა. მოგვიაენბით, ბრაზილიელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან „სელტასთან“ მატჩში ცვლილებაზე შესვლა იუარა და აღნიშნა, ასე არაპროფესიონალურად არასდროს მოვქცეულვარო.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ბარსელონაში“ „ლივერპულიდან“ 2018 წელს 135 მილიონ ევროდ გადავიდა და გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე გააფორმა.