ავტორიზაცია

"ვნანობ, არსენალიდან უფრო ადრე უნდა წავსულიყავი", - 6 გუნდი, რომელიც ვენგერს ეპატიჟებოდა

"ვნანობ, არსენალიდან უფრო ადრე უნდა წავსულიყავი", - 6 გუნდი, რომელიც ვენგერს ეპატიჟებოდა
თარიღი 10 Nov 2021, 11:56

"არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა აღიარა, რომ ლონდონური კლუბიდან უფრო ადრე უნდა წასულიყო.

"მთლიანად გავაიგივე საკუთარი თავი კლუბთან და ეს ჩემს შეცდომად იქცა. ჩემი მთავარი ნაკლი ის არის, რომ ზედმეტად მიყვარს ადგილი, სადაც ვიმყოფები. უფრო სწორად, ვიმყოფებოდი. ამას ვნანობ. სხვაგან უნდა მემუშავა".

"ზოგჯერ ვფიქრობ: რამე გაფუჭდა დაუმარცხებლად დასრულებული სეზონის შემდეგ? 2007 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ხელმძღვანელობაში კონფლიქტებს ჰქონდა ადგილი".

"მოწყვეტილი ვიყავი კლუბისადმი ერთგულებასა და დევიდ დეინისადმი ერთგულებას შორის. დღემდე ვეკითხები საკუთარ თავს, სწორად მოვიქეცი თუ არა, რადგან იმ მომენტის შემდეგ ცხოვრება შეიცვალა".

"საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნა შემეძლო. ინგლისის ნაკრებში 2-3-ჯერ დამიძახეს. 2-ჯერ შემეძლო "რეალში" წასვლა. იყო "იუვენტუსის", "პსჟ"-სა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტებიც", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, 72 წლის ფრანგი სპეციალისტი "არსენალს" სათავეში 1996 წლიდან 2018 წლამდე ედგა.