ვენგერი: "სალაჰი ქუჩის ფეხბურთს დიდ ფეხბურთში თამაშობს"
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დაასახელა თავდამსხმელი, რომელიც მისი აზრით, თავის პოზიციაზე ამ დროისთვის საუკეთესოა.
"მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი? ჩემი აზრით, ეს სალაჰია. ის თამაშობს უმაღლეს დონეზე და უნიკალური სილამაზის მქონე გოლებსაც იტანს. ეგვიპტელი უბრალოდ შეუდარებელია.
ეს არის ნამდვილი ქუჩის ფეხბურთი - მოწინააღმდეგეების მოტყუება ისეთ წერტილებში, სადაც სივრცე არ გაქვს. ასეთი რამ მხოლოდ მას ახასიათებს, კიდევ ერთხელ ბრავო.
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტელექტიც. დიახ, მოჰამედი თანაბრად სწორად იყენებს, როგორც ფეხებს, ისე ტვინსაც", - განაცხადა ყოფილმა ფრანგმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულის" ლიდერმა წლევანდელ სეზონში მოასწრო უკვე 15 გოლის გატანა, ინგლისში გადასვლის მომენტიდან კი მის ანგარიშზე 140 ბურთი ფიქსირდება.