ავტორიზაცია

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით", - სად ეპატიჟებოდნენ ხავის ბარსელონას თავკაცად დანიშვნამდე?

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით", - სად ეპატიჟებოდნენ ხავის ბარსელონას თავკაცად დანიშვნამდე?
თარიღი 10 Nov 2021, 12:22

"ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება შეეძლო.

"ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი", - ციტირებს 41 წლის სპეციალისტის სიტყვებს ესპანური მედია.

"ტიტეს შტაბში გაწევრიანებას, ასისტენტის თანამდებობას და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გადასვლას განვიხილავდით, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი "ბარსაში" დაბრუნება იყო", - დასძინა ხავიმ.

შეგახსენებთ, თავის მხრივ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის პოსტზე კატალონიელი სპეციალისტი უკვე ოფიციალურად დაინიშნა.

ხავის პროფესიონალური კარიერის დიდი ნაწილი სწორედ "ბარსაში" აქვს გატარებული. გუნდის რიგებში მას 767 მატჩი აქვს ჩატარებული და დიდი ხნის მანძილზე ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი იყო (შემდეგ ლიონელ მესიმ გადაუსწრო, რომლის აქტივშიც 778 შეხვედრაა). ამ დროის განმავლობაში ესპანელმა "ბარსასთან" ერთად 25 ტიტული მოიგო.