ავტორიზაცია

Qatar Airways-თან თანამშრომლობის გამო, ბაიერნის ხელმძღვანელობას გულშემატკივრებთან უთანხმოება აქვს

Qatar Airways-თან თანამშრომლობის გამო, ბაიერნის ხელმძღვანელობას გულშემატკივრებთან უთანხმოება აქვს
თარიღი 10 ნოე 2021, 12:46

"ბაიერნის" დირექტორთა საბჭო, თავმჯდომარე ოლივერ კანის მეთაურობით, Qatar Airways-თან სასპონსორო კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს.

მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი, მიუნხენური გრანდი სეზონში დაახლოებით 17 მილიონ ევროს იღებს. საქმე ეხება თანამშრომლობის 5 წლით გახანგრძლივებას, იმავე პირობებით (ჯამური თანხა - 85 მლნ ევრო).

თუმცა, როგორც Bild-ი წერს, "ბაიერნის" გულშემატკივართა დიდი ნაწილი ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახდენს და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ობიექტების მშენებლობაზე არაადამიანური სამუშაო პირობების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, ყატარელებთან თანამშრომლობის გაწყვეტას ითხოვს.

The Guardian-ის ცნობით, ყატარში მშენებლობაზე დასაქმებული მინიმუმ 6751 მიგრანტი დაიღუპა - ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნეპალიდან, ბანგლადეშიდან და შრი-ლანკიდან.

როგორც აღინიშნება, "ბაიერნი" სარფიანი სასპონსორო კონტრაქტების გაფორმებითაა დაინტერესებული, რათა სხვა კლუბებს არ ჩამორჩეს, რომლებსაც რეალურად ესა თუ ის სახელმწიფო აფინანსებს.

მიუხედავად ამისა, კანს უნდა, რომ კლუბმა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს რასიზმთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სოციალურ საკითხებზე.