ავტორიზაცია

ჩელსი საულის ატლეტიკოში დაბრუნებას იანვარშივე აპირებს, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

ჩელსი საულის ატლეტიკოში დაბრუნებას იანვარშივე აპირებს, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 10 Nov 2021, 13:24

"ჩელსიში" იჯარით მოასპარეზე ნახევარმცველი, საულ ნიგესი საეჭვოა "ატლეტიკოში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დაბრუნდეს.

26 წლის ესპანელს "არისტოკრატთა" მაისურით მოედანზე მხოლოდ 239 წუთი აქვს გატარებული და ლონდონელები მზად არიან იგი მადრიდში დააბრუნონ.

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი საულის ესპანეთში გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ "როხიბლანკოს" ეს ვარიანტი არ აკმაყოფილებს.

კლუბებს შორის გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში, რომელიც 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი, შეთანხმების ვადაზე ადრე გაწყვეტის შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საული ზამთარში არ აპირებს "ატლეტიკოში" დაბრუნებას და "ჩელსიში" თავის გამოჩენა უნდა, მაგრამ ინგლისური კლუბი მის კონტრაქტს არ შეისყიდის.

ჯერჯერობით, საულის ანგარიშზე ლონდონში გატარებულ ორ თვეში ჩატარებული 5 შეხვედრაა და თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.