ავტორიზაცია

დაბრუნდება თუ არა საულ ნიგესი ატლეტიკოში იანვარშივე?

დაბრუნდება თუ არა საულ ნიგესი ატლეტიკოში იანვარშივე?
თარიღი 09 ნოე 2021, 12:03

ნახევარმცველი საულ ნიგესი, რომელიც იჯარით ლონდონის „ჩელსიში“ ასპარეზობს, ზამთარში გუნდის შეცვლას არ გეგმავს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ესპანელ შუახაზელს იანვარში „ატლეტიკოში“ დაბრუნება არ სურს. ის ახალ ქვეყანაში თავს კარგად გრძნობს და ესპანელი თანაგუნდელების დახმარებით გუნდში ადაპტაცია მარტივად გაიარა.

საული იმედოვნებს, რომ უახლოეს კვირებში, როცა ფეხბურთელების უმრავლესობა ნაკრებებში იქნება წასული, ის „ჩელსის“ ბაზაზე თომას ტუხელის ხელმძღვანელობით სათანადოდ იმუშავებს და მწვრთნელზე შთაბეჭდილებას მოახდენს.

სექტემბრის პირველ რიცხვებში „ატლეტიკოდან“ „ჩელსიში“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადასულმა საულ ნიგესმა, ჯერჯერობით „სტემფორდ ბრიჯზე“ ფეხი ვერ მოიკიდა და პრემიერ ლიგის მხოლოდ 5 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება, თუმცა ერთადერთი რაც დაიმსახურა - თომას ტუხელის საჯარო კრიტიკაა მის მიერ ნაჩვენები თამაშის გამო.