ავტორიზაცია

"იუვენტუსის ჩაბარებით შეცდომა დაუშვა, რაც ძვირად დაუჯდა", - ლეგენდარული არიგო საკი პირლოს შესახებ

"იუვენტუსის ჩაბარებით შეცდომა დაუშვა, რაც ძვირად დაუჯდა", - ლეგენდარული არიგო საკი პირლოს შესახებ
თარიღი 10 Nov 2021, 13:56

"მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ "იუვენტუსის" თავკაცის რანგში ანდრეა პირლოს წარუმატებლობაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, შეუძლია ხელახლა გამოჩნდეს ფეხბურთის სამყაროში. ამ საქმეში იღბალია საჭირო. "იუვენტუსი" ჩაიბარა და იქ წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო".

"პირლო წინადადებას ამბიციურობის გამო დათანხმდა და შეცდომა დაუშვა, რომელიც მას ძვირად დაუჯდა", - განუცხადა საკიმ Tiki Taka-ს.

შეგახსენებთ, 42 წლის იტალიელი სპეციალისტი "ბებერ ქალბატონს" 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის მაისამდე ედგა სათავეში.

"იუვენტუსის" დამრიგებლის როლში პირლომ იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო, სერია ა-ში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.