ავტორიზაცია

საკი ევროპის საუკეთესო გუნდის შესახებ: "პრაქტიკულად არ ჩერდებიან"

საკი ევროპის საუკეთესო გუნდის შესახებ: "პრაქტიკულად არ ჩერდებიან"
თარიღი 04 ნოე 2021, 12:46

"მილანის" ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ ჯეიმი კარაგერთან საუბარში შეაქო "ლივერპული", რომელსაც ევროპული ფეხბურთის ნამდვილი შედევრი უწოდა.

"ლივერპული ევროპული ფეხბურთის ნამდვილი შედევრია. ეს არის გუნდი, რომელიც თამაშობს გამოკვეთილი ლიდერის გარეშე, მთავარ როლში კი 11-ვე მოთამაშეა.

სხვა გუნდებში მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება. მერსისაიდელები პრაქტიკულად არ ჩერდებიან, მაშინაც კი, როდესაც გამარჯვება მათ უკვე ჯიბეში აქვთ. ნამდვილი ორკესტრივით არიან.

ძალიან მინდა, რომ შემდეგ ცხოვრებაში მქონდეს პრემიერ ლიგაში მუშაობის ბედნიერება, კერძოდ კი "წითლებში", - განაცხადა საკულტო იტალიელმა ტაქტიკოსმა.