ავტორიზაცია

ხავი ფეხბურთელებთანაც მკაცრია — რა აუკრძალა ბარსელონას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პიკეს?

ხავი ფეხბურთელებთანაც მკაცრია — რა აუკრძალა ბარსელონას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პიკეს?
თარიღი 10 Nov 2021, 14:59

"ბარსელონას" მცველს, ხერარდ პიკეს, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და მკურნალობს, მომავალ კვირაში პოპულარული ესპანური სატელევიზიო თოქ-შოუ El Hormiguero-სთვის ინტერვიუს მიცემა აეკრძალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კატალონიური კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ მიიღო, იტყობინება Marca, COPE-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ცნობით, 41 წლის სპეციალისტს სურს, რომ 34 წლის ფეხბურთელი იშვიათად გამოჩნდეს ისეთ საჯარო ღონისძიებებზე, რომლებიც ნაკლებად უკავშირდება ფეხბურთს და კლუბის საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოს.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის პოსტზე ხავი, რომელიც აქამდე ყატარულ "ალ სადს" წვრთნიდა, ოფიციალურად გუშინ წარადგინეს.

რაც შეეხება პიკეს, გამოცდილმა უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.