ავტორიზაცია

"ეს შოკია, უბრალოდ არ მესმის", - პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა მესი მკაცრად გააკრიტიკა

"ეს შოკია, უბრალოდ არ მესმის", - პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა მესი მკაცრად გააკრიტიკა
თარიღი 10 Nov 2021, 15:13

"პსჟ"-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა პარიზელთა თავდამსხმელი, ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში წასვლისთვის გააკრიტიკა.

34 წლის ფორვარდი ეროვნულ გუნდში მაინც გაემგზავრა, მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ"-ს ბოლო ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

"ეს შოკია, უბრალოდ არ მესმის. სრულიად ვეთანხმები ლეონარდოს, ეს ნონსენსი უნდა დასრულდეს", - ციტირებს ვეტერანის სიტყვებს RMC Sport.

"ტრავმა გაქვს, ბოლო მატჩებში არ გითამაშია, გამოტოვე "ბორდოსთან" შეხვედრა. წახვედი ტრავმის გამოსაკვლევად, ცხადია, მაგრამ ახლა მოახდინე კონცენტრაცია "პსჟ"-ში ადაპტაციაზე, გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რათა აქ გაიბრწყინო".

"ნაკრებში ითამაშებს და "პსჟ"-ში დატვირთული დაბრუნდება. ანდაც, შესაძლოა ტრავმით დაბრუნდეს. ფორმაში ბოლომდე ჩასადგომად დარჩენა იქნებოდა უმჯობესი და არა წასვლა", - დასძინა როტენმა.