ცნობილია თანხა, რომლის გადახდაც ბარსელონას კუმანისთვის კომპენსაციის სახით მოუწევს
კატალონიის "ბარსელონა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან მოლაპარაკებების გამართვას აგრძელებს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es იტყობინება, კატალონიურ გრანდს ჰოლანდიელი სპეციალისტისთვის დაახლოებით 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს - კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს პრაქტიკულად მთელი ის თანხაა, რომელიც იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ახალი ფეხბურთელების შეძენას უნდა მოხმარებულიყო.
მოგეხსენებათ, კუმანი "ბარსელონას" სათავეში 2020 წლის 19 აგვისტოდან 2021 წლის 27 ოქტომბრამდე ედგა.
58 წლის ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 2020/21 წლების სეზონში ესპანეთის თასი მოიგეს.