"მე 17 წლის ასაკში პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშიც კი მიჭირდა", - მორატამ გავი და პედრი შეაქო
"იუვენტუსისა" და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველების, პედრისა და გავის შესახებ ისაუბრა.
"ვწუხვარ, რომ ასაკოვანი ფეხბურთელები აღარ არიან ისეთ ფიზიკურ კონდიციებში, როგორც ადრე. სხვა ადამიანები მთელი ცხოვრება ემზადებიან მომავალი სამსახურისთვის, ყველაფერი 31-32 წლის ასაკში იწყება - უნივერსიტეტის შემდეგ, აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ. მაგრამ ჩვენ 34 წლის ასაკში უკვე იმის განცდა გვაქვს, რომ ცხოვრება დასასრულს უახლოვდება".
– რაზე ფიქრობთ, როცა 17 წლის გავის ხედავთ?
"ის, რაც ახლა ხდება, მაოცებს. როცა 17 წლის ვიყავი, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშიც კი ძალიან მიჭირდა. ახლა კი პედრისა და გავის შეხედეთ - ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს 32 წლისების არიან, ეს უბრალოდ სიგიჟეა".
"გუშინ გავის ვესაუბრე და ვკითხე, სად ცხოვრობს. მითხრა, რომ "ბარსას" აკადემიაში ცხოვრობს, რადგა მხოლოდ 17 წლისაა. წარმოუდგენელია, გავიზე 10 წლით უფროსი ვარ!".
– მართლაც ისეთი მოწიფულები არიან, როგორც ჩანს?
"მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც მათ ყველაფერზე მეტად ფეხბურთი ადარდებთ და არა სხვა გასართობები. ბევრ მატჩს ატარებენ, გარე საკითხებზე ფიქრის დრო არ აქვთ. მაგრამ მხოლოდ მოწიფულები არ არიან, ტექნიკური უნარები აქვთ, ნიჭიერები არიან. ევრო 2020-ზე პედრის გამოსვლა ბრწყინვალე იყო, ხოლო როცა იტალიის წინააღმდეგ გავის თამაშს ვადევნებდი თვალყურს, ვერ ვიჯერებდი, რომ ესპანეთის ნაკრების რიგებში პირველ შეხვედრას ატარებდა", - ციტირებს მორატას სიტყვებს El Pais.