ავტორიზაცია

მონაკომ ევროპულ გრანდებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ნახევარმცველს ფასი დაადო

მონაკომ ევროპულ გრანდებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ნახევარმცველს ფასი დაადო
თარიღი 11 Nov 2021, 19:04

"მონაკოს" ხელმძღვანელობამ გუნდის ნახევარმცველს, ორელიენ ტჩუამენის სატრანსფერო ფასი დაასახელა.

ასე და ამგვარად, მონაკოელებს 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მიღება სურს.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Goal.com ავრცელებს, Tuttosport-ზე დაყრდნობით.

როგორც იწერება, ტჩუამენით ამჟამად "იუვენტუსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" ინტერესდებიან. ამასთანავე, ახალგაზრდა ნახევარმცველის სახელი აქამდე მადრიდის "რეალსაც" არაერთხელ დაუკავშირეს.

2021/22 წლების სეზონში საფრანგეთის ეროვნული ნარკების წევრმა "მონაკოს" რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.