ავტორიზაცია

უმაღლესი შეფასება დამსახურებულად - კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია!

უმაღლესი შეფასება დამსახურებულად - კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია!
თარიღი 11 ნოე 2021, 23:37

საქართველოსა და შვედეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის მთავარი გმირი გამოდგა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოწინააღმდეგის კარში დუბლის გაფორმება შეძლო.

ქართველმა შემტევმა დაიმსახურა უმაღლესი ქულა, 8.9, რაც არის საუკეთესო შედეგი, როგორც "ჯვაროსნებში", ისე სკანდინავიელებშიც. ყაზანის "რუბინის" ვინგერის შემდეგ მოდის გიორგი ლორია, 8.5 და დავით ხოჭოლავა, 8.1.

"ვიკინგების" მხრიდან საუკეთესოდ დასახელდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც 7.5 ქულა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აქვე დავამატებთ, საქართველოს შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება უზბეკეთის ეროვნული ნაკრები, რომელთან ერთადაც ვითამაშებთ 16 ნოემბერს, გორის სტადიონზე.