ავტორიზაცია

"არ გვეგონა, რომ ყველაფერი ასე გაიწელებოდა", - რამოსის გარემოცვა ფეხბურთელის მდგომარეობაზე

"არ გვეგონა, რომ ყველაფერი ასე გაიწელებოდა", - რამოსის გარემოცვა ფეხბურთელის მდგომარეობაზე
თარიღი 12 Nov 2021, 11:58

"პსჟ"-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი სერხიო რამოსის გარშემო შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოა, რომელსაც ტრავმის გამო ჯერ დებიუტიც კი არ ჰქონია.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Équipe-ს ცნობით, მენეჯერი ყურადღებით აკვირდება 35 წლის უკანახაზელის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ალ-ხელაიფიმ "პსჟ"-ს სამედიცინო შტაბს უკმაყოფილება გამოუთქვა იმის გამო, რომ რამოსს მკურნალობისთვის ამდენი დრო დასჭირდა.

როგორც ფეხბურთელის გარემოცვაში განაცხადეს, ესპანელის აღდგენითი პროცესები კარგად მიდის: "არ გვეგონა, რომ ყველაფერი ასე გაიწელებოდა. ისე ჩანდა, თითქოს მკურნალობა ორი თვე გაგრძელდებოდა და არა ოთხი. მაგრამ ახლა სერხიო სწორ გზას ადგას. მასსა და კლუბს შორის ყველაფერი რიგზეა. ყველანი დარწმუნებული ვართ იმაში, რომ რამოსი კვლავ გავა მინდორზე და კარგ დონეზე დაბრუნდება".

შეგახსენებთ, რამოსმა გასულ ზაფხულს "რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა.