ავტორიზაცია

საული ჩელსიდან ატლეტიკოში იანვარშივე დაბრუნდება, საიდანაც ბარსელონას მიაშურებს?

საული ჩელსიდან ატლეტიკოში იანვარშივე დაბრუნდება, საიდანაც ბარსელონას მიაშურებს?
თარიღი 12 ნოე 2021, 12:07

"ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი, საულ ნიგესი, რომელიც ამჟამად იჯარით "ჩელსიში" ირიცხება, შეიძლება "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდეს.

არ არის გამორიცხული, 26 წლის ესპანელმა "ბარსას" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მიაშუროს, იტყობინება El Chiringuito TV.

ცნობისთვის, საულის "ბარსელონაში" გადასვლა გასულ ზაფხულსაც განიხილებოდა. მის ჩართვას "ატლეტიკოში" გადაბარგებული ანტუან გრიზმანის ტრანსფერში აპირებდნენ.

ესპანელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "ჩელსის" რიგებში მინდორზე მხოლოდ 238 წუთი გაატარა და პრემიერ ლიგაში ფესვები ვერა და ვერ გაიდგა.

გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატები" მზად არიან საული "როხიბლანკოში" იანვარშივე დააბრუნონ, მაგრამ საიჯარო ხელშეკრულებაში ეს პუნქტი გათვალისწინებული არ არის.