ავტორიზაცია

კეინი: "უემბლიზე წაგებული ევროპის ჩემპიონატის ფინალი კარიერის ბოლომდე მემახსოვრება"

კეინი: "უემბლიზე წაგებული ევროპის ჩემპიონატის ფინალი კარიერის ბოლომდე მემახსოვრება"
თარიღი 12 ნოე 2021, 12:48

"ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან განცდილი მარცხი გაიხსენა.

"რთული პერიოდი იყო. "უემბლიზე" წაგებული ევროპის ჩემპიონატის ფინალი კარიერის ბოლომდე მემახსოვრება. ამის დავიწყება შეუძლებელია".

"იმედი მაქვს, დიდი ტურნირების მოგებას მოვახერხებთ. მარცხის შემდეგ ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ უკვე მივეჩვიე იმას, რომ საქმეს კვლავ უნდა დაუბრუნდე".

"ზაფხულში ბევრი საუბარი მიდიოდა, ვრცელდებოდა ჭორები, ასეთი რამ ჩემ თავს პირველად ხდებოდა. მაგრამ ასეთ სიტუაციებთან გამკლავება ზრდის პროცესის ნაწილია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილი და ვფიქრობ, კარგად გავუმკლავდი".

"ბოლო ორ დიდ ტურნირზე ნახევარფინალსა და ფინალში გავედით და ამას დიდი ძალისხმევა სჭრდება. არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიურიც. და უცებ აღმოჩნდება, რომ რამდენიმე კვირაში უკვე პრემიერ ლიგაში უნდა ითამაშო".

"გარკვეულწილად, ეს ყველაფერი ციკლად იქცევა და მნიშვნელოვანია სწრაფად ადაპტირება, ძველ გზაზე დაბრუნება", - დასძინა კეინმა ESPN-სთან საუბრისას.