ავტორიზაცია

მაკმანამანი: "არ გამიკვირდება, თუ მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს პოჩეტინოთი ჩაანაცვლებს"

მაკმანამანი: "არ გამიკვირდება, თუ მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს პოჩეტინოთი ჩაანაცვლებს"
თარიღი 12 ნოე 2021, 13:04

"ლივერპულისა" და "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, სტივ მაკმანამანმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლე-გუნარ სოლსკიაერის პოტენციური შემცვლელების შესახებ ისაუბრა.

– "მანჩესტერ სიტისთან" (0:2) მარცხის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელ ოლე-გუნარ სოლსკიაერზე ზეწოლა გრძელდება. ზინედინ ზიდანი და ბრენდან როჯერსი დასახელდნენ სოლსკიაერის შესაძლო შემცვლელთა შორის, თუმცა, ალბათ, არცერთი მათგანი არ იქნება სწორი არჩევანი.

"არა მგონია, რომ ბრენდანი იქ წავიდეს. დიახ, მას ყველა საჭირო თვისება აქვს, მაგრამ მისი კავშირი "ლივერპულთან" ყველასათვის შემაფერხებელი იქნება".

"დიდი ხანია ზიზუსთან არ მისაუბრია, მაგრამ არა მგონია, ინგლისური ენა ესწავლოს და არ ვიცი, მოეწონება თუ არა ეს სამუშაო. მადრიდში მშვენივრად ცხოვრობს და მანჩესტერში გადასვლა მისთვის და მისი ოჯახისთვის დიდი კითხვა იქნება. ვფიქრობ, ზიზუს საფრანგეთის ნაკრებში, "პსჟ"-ში ან "იუვენტუსში" მუშაობა უფრო შეეფერება".

"არ გამიკვირდება, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" მაურისიო პოჩეტინოს აიყვანს. ნებისმიერისთვის, ვინც "პსჟ"-ში რამდენიმე წელი იმუშავებს, როგორც წესი, ეს საკმარისია! და პოჩი, სავარაუდოდ, სწორი ადამიანი იქნება ინგლისში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წყალობით".

"ბრენდანი და ზიზუ უფრო უნარიანი მწვრთნელები არიან და ოლე-გუნარ სოლსკიაერზე უკეთესი რეზიუმე აქვთ. მაგრამ ოლე "მანჩესტერ იუნაიტედს" იცნობს და როგორც ჩანს, ახლო მომავალშიც ამ კლუბში იქნება", - დასძინა მაკმანამანმა.