ხავის ბარსელონას შემადგენლობის გაძლიერება ორი ფეხბურთელით სურს — Mundo Deportivo
"ბარსელონას" ახალ მთავარ მწვრთნელს, ხავის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის შემადგენლობის გაძლიერება სურს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ესპანელ სპეციალისტს გუნდში ფერან ტორესისა ("მანჩესტერ სიტი") და დანი ოლმოს ("ლაიფციგი") ხილვა უნდა.
მოგეხსენებათ, "ბარსა" ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეებში ცდილობდა ოლმოს გადაბირებას, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.
აღინიშნება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" "ლაიფციგში" მოასპარეზე 23 წლის ფეხბურთელი შესაძლოა იჯარით დაიმატონ, შემდგომი შესყიდვის უფლებით ან ვალდებულებით.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ფერან ტორესმა "მანჩესტერ სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა, ხოლო ოლმომ მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა და თავი ერთადერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.