ავტორიზაცია

"ჩემი ორიენტირი რონალდუა", - ფერან ტორესი იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა კრიშტიანუმ ფეხბურთი

"ჩემი ორიენტირი რონალდუა", - ფერან ტორესი იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა კრიშტიანუმ ფეხბურთი
თარიღი 12 Nov 2021, 14:18

"მანჩესტერ სიტის" გარემარბმა, ფერან ტორესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"ჩემი ორიენტირია. ფეხბურთი შეცვალა, კვებისა და საკუთარ სხეულზე ზრუნვის თვალსაზრისით", - აცხადებს ესპანელი Movistar-თან ინტერვიუში.

"ეს ხანგრძლივი პროცესია და იმის შედეგები, რასაც დღეს აკეთებ, ხვალაა შესამჩნევი. ფეხბურთი უფრო მოთხოვნადი გახდა ფიზიკური მომზადების კუთხით და ამისათვის მზად უნდა იყო".

"პირადი მწვრთნელი მყავს, აგრეთვე ფიზიოთერაპევტი. კლუბთან კონტაქტი აქვთ და მეხმარებიან. მუდმივად არიან ჩემთან კავშირზე, ყოველდღე", - დასძინა ფერან ტორესმა.