ავტორიზაცია

ვეინალდუმმა პსჟ კლოპის ლივერპულს შეადარა: "რამდენიმე წელი დაგვჭირდა ტიტულის მოსაგებად"

ვეინალდუმმა პსჟ კლოპის ლივერპულს შეადარა: "რამდენიმე წელი დაგვჭირდა ტიტულის მოსაგებად"
თარიღი 12 ნოე 2021, 14:24

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი მიიჩნევს, რომ გუნდს შესათამაშებლად დრო სჭირდება, შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ფონზე.

"საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, რადგან ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რათა ყველაფერი გამომივიდეს. მოდუნებული ვარ", - აცხადებს ჰოლანდიელი პარიზული კლუბის ვებსაიტთან ინტერვიუში.

"თავიდან "ლივერპულშიც" პრაქტიკულად ასე იყო. როცა მივედი, კლოპი თავის პირველ წელს ატარებდა. მაგრამ მაშინაც კი ბევრი რამ კარგად გამოგვივიდა, მაგრამ ადგილი ჰქონდა წარუმატებლობებსაც. რამდენიმე წელი დაგვჭირდა რომელიმე ტიტულის მოსაგებად".

"ასე რომ, ჯერ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ უკეთ, გავიგოთ ჩვენი სათამაშო მოდელი. ახლაც ვსწავლობ იმას, თუ როგორ თამაშობენ ჩემი თანაგუნდელები, ვსწავლობ მწვრთნელის სამუშაო მეთოდებს, რადგან ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან".

"ერთმანეთთან შეგუებას დრო სჭირდება, რათა მართლაც კარგი გუნდი ჩამოყალიბდეს, სადაც ერთმანეთს ყველა კარგად იცნობს", - დასძინა ვეინალდუმმა.