ავტორიზაცია

ზიეჩს ზამთარში ჩელსიდან წასვლა უნდა და უკვე სერიოზული მსურველიც გამოუჩნდა

ზიეჩს ზამთარში ჩელსიდან წასვლა უნდა და უკვე სერიოზული მსურველიც გამოუჩნდა
თარიღი 12 ნოე 2021, 15:05

"ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჰაკიმ ზიეჩმა კარიერა შესაძლოა გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, Bild-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 28 წლის მაროკოელს ზამთარში ლონდონური კლუბის დატოვება სურს.

ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმით, რომ "არისტოკრატთა" შემადგენლობაში რეგულარული ადგილი არ აქვს. პრემიერ ლიგაში მან 4 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ მოგვევლინა სასტარტოში.

თავის მხრივ, "დორტმუნდს" იანვარში შემადგენლობის გაძლიერება უნდა და ზიეჩი ბორუსიელთათვის ერთ-ერთი ვარიანტია.

შეგახსენებთ, "ჩელსიმ" აფრიკელი ფეხბურთელი 2020 წლის ზაფხულში "აიაქსიდან" 40 მილიონ ევროდ იყიდა.