ავტორიზაცია

მილანი ხვიჩას კვლავ აკვირდება - იტალიური პრესა

მილანი ხვიჩას კვლავ აკვირდება - იტალიური პრესა
თარიღი 12 Nov 2021, 16:54

„მილანი“ ჯერ კიდევ აკვირდება საქართველოს ნაკრების და რუსული „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანური გრანდი 20 წლის ფეხბურთელის გადაბირების ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.

ხვიჩას თამაშს „მილანის“ დირექტორი პაოლო მალდინი და სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასარა პირადად აკვირდებიან.

მაისში კვარას მიმართ „მილანის“ მხრიდან არსებული ინტერესზე უკვე იწერებოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა, რადგან „რუბინი“ მასში 18-20 მილიონ ევროს ითხოვდა.

გუშინ შვედეთთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა.