ავტორიზაცია

"ეს მატჩი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო" - კვარაცხელია შვედეთთან მატჩის შემდეგ

"ეს მატჩი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო" - კვარაცხელია შვედეთთან მატჩის შემდეგ
თარიღი 12 ნოე 2021, 00:39

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ შვედეთთან(2-0) მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალურ მატჩში კარიერაში პირველ დუბლი გავიფორმე, ნამდვილად იყო ეს მატჩი ჩემს კარიერაში საუკეთესო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში შვედეთთან საქართველოს ნაკრების მოგება უფრო მახარებს, ვიდრე დუბლი.

ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო დღეს სტადიონზე. რეგულაციების გამო ცოტა ხალხი იყო, თუმცა ეს საერთოდ არ იგრძნობოდა," - განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მოგება კოსოვოსთან მატჩის შემდეგ ზედიზედ მეორე იყო. საკვალიფიკაციო ეტაპი ვილი სანიოლის გუნდმა 7 ქულით დაასრულა.