"კვარაცხელიამ დაჩრდილა იბრაჰიმოვიჩი და მთელი შვედეთი!", - Marca და AS-ი ჩვენი ნაკრების მოგებას გამოეხმაურნენ

საქართველოსა და შვედეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას (2:0) გამოეხმაურა ესპანეთის ორი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა, Marca და As-ი, რომლებმაც კომპლიმენტები არ დაიშურეს.
Marca - "კვარაცხელია - საქართველოსა და ესპანეთის ნამდვილი გმირი. შვედეთის დამარცხებით, საქართველომ ესპანეთს ჯგუფში საქმე მნიშვნელოვნად გაუმარტივა.
As - "კვარაცხელიამ მოახდინა ნამდვილი სასწაული. მისმა დუბლმა დაჩრდილა როგორც იბრაჰიმოვიჩი, ისე შვედეთის მთელი ნაკრებიც. ეს იყო დიდი მოულოდნელობა".
შეგახსენებთ, რომ სკანდინავიელებს დუბლი შეუსრულა სწორედ კვარაცხელიამ, რომელსაც საქართელოს ნაკრებში 11 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.