როგორი კვარაცხელიას სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში, შვედეთთან დუბლის შემდეგ?

საქართველოსა და შვედეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის მთავარი გმირი გამოდგა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოწინააღმდეგის კარში დუბლის გაფორმება შეძლო.
სკანდინავიელების კარის ორჯერ აღების შემდეგ, ახალგაზრდა ქართველ შემტევის სტატისტიკა "ჯვაროსნებში" არის ასეთი - 11 შეხვედრა, 5 გოლი და ორი საგოლე გადაცემა.
"ვიკინგებთან" მატჩამდე, ყაზანის "რუბინის" ვინგერს თითო გოლი ჰქონდა გატანილი ესპანეთის, საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიას კარებში.
სტატისტიკურად, 20-წლის გარემარბი "ჯვაროსნების" შემადგენლობაში გოლს ყოველ 2.2 თამაშში იტანს. აქვე დავამატებთ, ჩვენი ნაკრების შემდეგი მეტოქე უზბეკეთი იქნება.