სავარაუდოდ უკვე ცნობილია პირველი ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონაში ხავის დანიშვნას შეეწირება
დიდი ალბათობით, უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელცი „ბარსელონაში“ ხავის დანიშვნას პირველი შეეწირება.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბარსელონასთან“ საიჯარო ხელშეკრულებას გაწყვეტს და „სევილიაში“ დაბრუნდება თავდამსხმელი ლუკ დე იონგი, რომელიც „კამპ ნოუზე“ სექტემბრის დასაწყისში, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გადაბარგდა.
დე იონგის ტრანსფერი „ბარსას“ ყოფილი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ინიციატივა იყო, რომელსაც თანამდებობა ოქტომბრის ბოლოს დაატოვებინეს
ხავის გეგმებში ლუკი არანაირად არ შედის და დიდი ალბათობით, „სევილია“ მის დაბრუნებას დათანხმდება, რადგან იუსეფ ენ-ნესირი ამ სეზონში ხშირად ტრავმიანობს.
„ბარსას“ მაისურით ლუკმა 9 მატჩის ჩატარება მაოსწრო და 1 გოლი გაიტანა.