ხავიმ მწვანე აანთო - ბარსელონაში დანი ალვეში ბრუნდება!
ბრაზილიელი ვეტერანი დანი ალვეში „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან ახლოს არის.
Diario Sport-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა 38 წლის ალვეშის დაბრუნებას მწვანე აუნთო.
ამ ეტაპზე, „ბარსელონა“ და დანი ალვეში კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ და ამის შემდეგ, ბრაზილიელის „კამპ ნოუზე“ დაბრუნება უკვე ოფიციალურადაც დადასტურდება.
საინტერესოა, რომ ჟურნალისტი, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ამბობს, რომ ალვეშის „ბარსელონაში“ დაბრუნება უკვე შეგვიძლია გადაწყვეტილადაც კი მივიჩნიოთ.
ჟურნალისტ ალბერტ როგეს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა ავტორიტეტულმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ, რადგან ეს „ტვიტი“ თავის კედელზე გადაიზიარა.
დანი ალვეშის უკანასკნელი გუნდი „სან პაულო" იყო, რომელიც მან კლუბის ვალების გამო დატოვა.