ავტორიზაცია

3 მიზეზი, თუ რატომ ვერ გაიფორმებს ბარსელონა სტერლინგს

3 მიზეზი, თუ რატომ ვერ გაიფორმებს ბარსელონა სტერლინგს
თარიღი 12 ნოე 2021, 20:27

"მანჩესტერ სიტის" შემტევის, რაჰიმ სტერლინგის სახელს საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ "ბარსელონას", თუმცა MEN-ის თანახმად, აღნიშნული ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მცირეა. 

არსებობს სამი მიზეზი, თუ რატომ წარმოიქმნა უფსკრული კატალონიელებსა და ინგლისელ ვინგერს შორის. პირველი - "ქალაქელები" თავად არიან თავიანთი გარემარბის გაშვების წინააღმდეგნი. 

მეორე - გაყიდვის შემთხვევაშიც კი, "ლურჯები" თავიანთ შვიდიანს არ დააკლებენ ფასს, მაშინ, როდესაც "ბლაუგრანას" მისი ხელში ჩაგდება სურს რაც შეიძლება იაფად.

მესამე - 26 წლის ფლანგელის წასვლის შემთხვევაში, ხოსეპ გვარდიოლას მოუწევს მისი შემცვლელის პოვნა იანვარშივე, კლუბს კი არ სურს უახლოეს პერიოდში თავის გარშემო ზედმეტი პრობლემების წარმოქმნა.

სტერლინგის "ეტიჰადიდან" შესაძლო წასვლა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მან გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, "ლურჯ-ბროწეულისფრები" კი უკვე დიდი ხანია ეძებენ მაღალი დონის შემტევს.

ბარსელონას პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხავის დანიშვნის შემდეგ ვარჯიშზე დაიგვიანა