"მატჩის გმირი უნდა ყოფილიყო იბრაჰიმოვიჩი, თუმცა სცენა კვარაცხელიამ დაიკავა", - იტალიელები ხვიჩას შესახებ
ცნობილმა და ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, ალფრედო პედულამ ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა. ქართველმა შემტევმა იტალიელი ინსაიდერისგან რამდენიმე კომპლიმენტიც მიიღო.
"კვარაცხელია - ესპანეთის ახალი გმირი და თუ გნებავთ შვედეთის კოშმარი. ის არის სწორედ ის ფეხბურთელი, რომელმაც იბრაჰიმოვიჩი და მთელი მისი გუნდი დაჩრდილა.
საქართველოსთან შეხვედრამდე, სკანდინავიელები თავიანთ ჯგუფში იყვნენ პირველ ადგილზე, ხვიჩას დუბლის შემდეგ კი მათი სატურნირო მდგომარეობა დამძიმდა.
ქართველ შემტევს წარსულში აკვირდებოდნენ ევროპული გრანდები, "ვიკინგების" კარში გატანილი ორი გოლის შემდეგ კი ინტერესი მის მიმართ კვლავ გაჩნდება.
ამის გარდა, დიდი ალბათობით გაიზრდება რუბინის ვინგერის სატრანსფერო ღირებულებაც. გუშინდელი მატჩის გმირი უნდა ყოფილიყო ზლატანი, თუმცა სცენა სწორედ 21 წლის გარემარბმა დაიკავა".
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ყვითლების" კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, ყაზანელთა 21-ე ნომერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხუთი გოლი დაუგროვდა.