ავტორიზაცია

შესთავაზა თუ არა ხავიმ ინიესტას ბარსელონაში დაბრუნება? - ანდრესის პასუხი

შესთავაზა თუ არა ხავიმ ინიესტას ბარსელონაში დაბრუნება? - ანდრესის პასუხი
თარიღი 12 ნოე 2021, 23:09

"ბარსელონას" ლეგენდარულმა შემტევმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ მშობლიურ კლუბში შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა. ვეტერანი ესპანელის ქამბექი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც კატალონიაში მწვრთნელად დაინიშნა მისი მეგობარი, ხავი ერნანდესი.

"ბარსელონაში დაბრუნება? ხავის ჩემთვის ეს არ შემოუთავაზებია. ჩვენ გვქონდა საუბარი, თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით უბრალოდ რამდენიმე ხუმრობით შემოვიფარგლეთ.

რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, მშობლიურ კლუბში დაბრუნება ჩემს გეგმებში შედის, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით ", - განაცხადა "ვისელ კობეს" ფლეიმეიქერმა.

როგორც ვიცით, "ბლაუგრანას" ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება ხავი, ინიესტა კი ჯერჯერობით თამაშობს ფეხბურთს და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შესახებ არ ფიქრობს.