ავტორიზაცია

ყველაფერი გადაწყვეტილია - ბარსელონაში ალვეში ბრუნდება!

ყველაფერი გადაწყვეტილია - ბარსელონაში ალვეში ბრუნდება!
თარიღი 12 Nov 2021, 21:45

ფაბრიციო რომანოს ტვიტერზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბარსელონასა" და დანი ალვეშს შორის ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა, ფეხბურთელი თავის საყვარელ კლუბში დაბრუნდება. 

ბრაზილიელი მარჯვენა მცველი კატალონიელებს შეუერთდება შემდეგ კვირას, ხელს მოაწერს ერთწლიან კონტრაქტს და ვარჯიშსაც შეუდგება. "ბლაუგრანას" ექს-ვინგბექის დაბრუნებას წინ აღარაფერი უდგას. 

გაურკვეველი რჩება მხოლოდ ერთი რამ - როდის შეძლებს 38 წლის განაპირა მცველი მოედანზე გამოსვლას, ახლავე თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ლა ლიგის ხელმძღვანელობა მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ალვეში "ლურჯ-ბროწეულისფრებში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ბრუნდება. 

აქვე დავამატებთ, ბრაზილიელი ფლანგელი "კამპ ნოუზე" გამოდიოდა 2008-2016 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 391 შეხვედრაში 21 გოლის გატანა მოახერხა.