უძრავი ქონება და ყველა კონტრაქტი ცოლის სახელზე - იკარდი ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, მაურო იკარდი აკეთებს ყველაფერს თავისი ოჯახური ცხოვრების გადასარჩენად, იუწყება TYC Sports-ი. არგენტინელი საკმაოდ თამამ გადაწყვეტილებამდე მივიდა.
საქმე ისაა, რომ "პსჟ"-ს ფორვარდმა თავისი ყველა აქტივი გადასცა მეუღლეს, ვანდა ნარას. ამის გარდა, პარიზელთა ცხრიანის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება მთლიანად არგენტინელი ქალბატონის სახელზე გადავიდა.
საუბარია ქალაქ მილანში არსებული სახლისა და კომოში ტბასთან მდებარე უძრავი ქონების შესახებ. ამ ყველაფერთან ერთად, 28 წლის შემტევის ყველა კონტრაქტი 2050 წლამდე სწორედ ცოლის სახელზე იქნება გაფორმებული.
აღსანიშნავია, რომ განქორწინების შემთხვევაში, იკარდის თავისი მეუღლისთვის მოუწევდა დაახლოებით 70 მილიონი ევროს გადახდა, თუმცა როგორც ვხედავთ, წყვილი შერიგდა.