ავტორიზაცია

რუმენიგე: "გავოცდი, როცა რონალდუს კუნთები დავინახე, 22 წლის ბიჭივით გამოიყურებოდა"

რუმენიგე: "გავოცდი, როცა რონალდუს კუნთები დავინახე, 22 წლის ბიჭივით გამოიყურებოდა"
თარიღი 13 ნოე 2021, 12:23

"ბაიერნის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

"ის, რაზეც იტალიაში ფიქრობდნენ, "რეალში" უკვე მომხდარი იყო, როცა 2018 წელს გაყიდეს. ესპანეთშიც ფიქრობდნენ, რომ ტვირთისგან გათავისუფლდებოდნენ, განსაკუთრებით ეკონომიკური ტვირთისგან".

"რონალდუ რეგულარულად იტანს, მიუხედავად ასაკისა - თითქმის 37 წლისაა. წარმოუდგენელ ფიზიკურ ფორმაშია, ეს ჩემი თვალით ვნახე".

"როცა "იუვენტუსის" ბაზაზე ვიყავი, გასახდელში წავაწყდი. მისი კუნთები დავინახე და გავოცდი. 22 წლის ბიჭივით გამოიყურებოდა", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Sport Bild.

შეგახსენებთ, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს "იუვენტუსიდან" 60 მილიონ ევროდ დაბრუნდა.