ავტორიზაცია

"უსიამოვნოა თანამემამულის ასეთ სიტუაციაში ხილვა", - დე ბრუინი რეალში აზარის პრობლემებზე

"უსიამოვნოა თანამემამულის ასეთ სიტუაციაში ხილვა", - დე ბრუინი რეალში აზარის პრობლემებზე
თარიღი 13 Nov 2021, 12:56

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა "რეალის" რიგებში თანამემამულე ედენ აზარის პრობლემების შესახებ ისაუბრა.

"უსიამოვნოა თანაგუნდელის ასეთ სიტუაციაში ხილვა. პირველად ხდება ისე, რომ ედენი მოედანზე ხშირად ვერ გადის. ბევრი ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, აზარს ჯერ კიდევ შეუძლია თამაშში ცვლილებების შეტანა".

"ედენში დარწმუნებული ვარ. ისეთ დონეზეა, რომ კვლავ შესწევს ცვლილების მოხდენის ძალა. მასზეა დამოკიდებული, მოინდომებს თუ არა "რეალში" დარჩენას და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლას", - ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს RTBF.

მიმდინარე სეზონში 30 წლის თავდამსხმელმა "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

ცნობისთვის, მადრიდულმა გრანდმა აზარი 2019 წლის ზაფხულში "ჩელსიდან" 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.