ავტორიზაცია

"იმედი მაქვს, ამ წელს ოქროს ბურთს მოიგებს", - რუმენიგემ თავისი ფავორიტი დაასახელა

"იმედი მაქვს, ამ წელს ოქროს ბურთს მოიგებს", - რუმენიგემ თავისი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 13 ნოე 2021, 13:42

"ბაიერნის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტი დაასახელა.

ასე და ამგვარად, "რეკორდმაისტერის" ექს-ფუნქციონერს სურს, რომ აღნიშნული ჯილდო მიუნხენელთა ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის გადაეცეს.

"იმედი მაქვს, ლევანდოვსკი გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, პოლონეთი საკმარისად ძლიერი არ არის საერთაშორისო ტურნირების მოსაგებად, როგორც ეს იტალიამ გააკეთა".

"ეს ლევანდოვსკის სასარგებლოდ არ მოქმედებს, მაგრამ ვიმედოვნებ, მის მიერ 2021 წელს გატანილი გოლები ამას აანაზღაურებს", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Sport Bild.

ცნობისთვის, საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 29 ნოემბერს, პარიზში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე გაიცემა.