ბრეიტუეიტი: "მანქანასავით ვარ, რომელსაც ყოველ 10 წელში ერთხელ პროგრამული განახლება სჭირდება"
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მარტინ ბრეიტუეიტმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს აღდგენითი პროცესები.
მოგეხსენებათ, 30 წლის დანიელს ტრავმის გამო აგვისტოს თვის შემდეგ არ უთამაშია.
"ტრავმებთან გამკლავება რთულია. თუმცა, როგორც ცხოვრებაში ხდება, სწორი დამოკიდებულებით ყველაზე დიდი პრობლემის შესანიშნავ შესაძლებლობად ქცევა შეიძლება. აი, როგორ ვაკეთებ ამას".
"ჩემი ტრავმა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას ჰგავს. მანქანასავით ვარ, რომელსაც ყოველ 10 წელში ერთხელ პროგრამული განახლება სჭირდება", - თქვა ბრეიტუეიტმა ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, დანიელი თავდამსხმელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას 2020 წლის თებერვლიდან იცავს, "ბარსას" იგი "ლეგანესიდან" შეუერთდა.