"ვერატი თავის პოზიციაზე საუკეთესოა", - პოჩეტინო

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა თავისი შეგირდის, მარკო ვერატის შესახებ. არგენტინელმა დამრიგებელმა იტალიელს თავის პოზიციაზე საუკეთესო უწოდა.
"ვერატი თავის პოზიციაზე საუკეთესოა. მან იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მარკოს გარეშე კი ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნებოდა.
ახალს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ ხაზს გავუსვამ მის მაღალ დონეს. იტალიელი ცენტრალური ნახევარმცველი საუკეთესოა ბურთის კონტროლის საკითხში", - განაცხადა "პსჟ"-ს თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ პარიზელთა ფლეიმეიქერი ლიგა 1-ში თამაშობს 2012 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 353 ჩატარებულ შეხვედრაში ცხრა გოლის გატანა მოახერხა.