თურქული გრანდის სკაუტები ბათუმში შვედეთთან მატჩს დაესწრნენ
თურქული სუპერლიგის პირველადგილოსანი ტრაბზონსპორის სკაუტები ბათუმში, საქართველოსა და შვედეთის მატჩს დაესწრნენ.
ამის შესახებ თურქული გამოცემა Fotospor იუწყება, სადაც წერენ, რომ სკაუტების საქართველოში ჩასვლის მიზეზი ბათუმის დინამოს მცველის ირაკლი აზაროვის თამაშის ხილვა იყო, თუმცა მათზე შთაბეჭდილება სულ სხვა ფეხბურთელმა მოახდინა.
"ტრაბზონსპორის სკაუტები ჩავიდნენ ბათუმში, რათა ენახათ, როგორ ითამაშებდა ირაკლი აზაროვი შვედეთის წინააღმდეგ, თუმცა თვალი სულ სხვა ქართველზე - ხვიჩა კვარაცხელიაზე შერჩათ, რომელმაც ფენომენალური მატჩი ჩაატარა უძლიერესი შვედეთის წინააღმდეგ.
შოთა არველაძემ კვარაცხელიას შესახებ რეკომენდაცია თურქულ კლუბს ჯერ კიდევ 2 წლის წინ გაუწია, როცა ხვიჩას კონტრაქტი ლოკომოტივთან ამოეწურა, თუმცა "წითელ-ლურჯებმა" ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება არ ისურვეს," - წერს Fotospor.
საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2-0 დაამარცხა, ორივე გოლი ყაზანის რუბინის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.