ავტორიზაცია

დანაკლისი ნაკრებს - უზბეკეთთან მატჩისთვის 2 ფეხბურთელი გამოგვაკლდა

დანაკლისი ნაკრებს - უზბეკეთთან მატჩისთვის 2 ფეხბურთელი გამოგვაკლდა
თარიღი 13 ნოე 2021, 22:47

საქართველოს ნაკრებს წლის ბოლო მატჩში უზბეკეთის წინააღმდეგ ლუკა ლოჩოშვილი და ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ ლოჩოშვილს ტრავმა აქვს, ხოლო კაპიტანი გუნდთან ერთად ოჯახური პრობლემების გამო არ იქნება.

ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო შეხვედრას 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება.

ამხანაგური შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.