ავტორიზაცია

"ნაკრებში ყველა მატჩი ქვეყნის სიყვარულით ვითამაშე" - გიორგი ნავალოვსკი

"ნაკრებში ყველა მატჩი ქვეყნის სიყვარულით ვითამაშე" - გიორგი ნავალოვსკი
თარიღი 13 Nov 2021, 14:44

ბათუმის დინამოს მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ფეხბურთელი შვედეთთან(2-0) მატჩის დაწყებამდე გააცილეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მას სპეციალური საჩუქარი გადასცა. 

"მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს. ამ წლების განმავლობაში სიამაყით ვატარებდი ეროვნული ნაკრების მაისურს, თითოეული შეხვედრა ვითამაშე გულით, ჟინით, ჩვენი ქვეყნის, გერბის, დროშის და ჰიმნის სიყვარულით. ვარ ამაყი და ბედნიერი, კიდევ ერთხელ გეუბნებით მადლობას," - წერს გიორგი ნავალოვსკი სოციალურ ქსელში.

ბათუმის დინამოს 35 წლის მცველს საქართველოს ნაკრების მაისურით 41 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.