"მილანი? კვარაცხელიას ტვინი აუფეთქეთ, აცადეთ მას მშვიდად თამაში", - რუბინის დირექტორი
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას "მილანში" შესაძლო გადასვლის შესახებ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"კვარაცხელიას შესახებ კომენტარს აღარ გავაკეთებთ. მის შესახებ ვერაფერს გაიგებთ იმ მომენტამდე, სანამ რაიმე მართლაც არ მოხდება. საკმარისია სატრანსფერო ჭორები.
თქვენ, ჟურნალისტებმა ხვიჩას აუფეთქეთ ტვინი, რის გამოც ის ფეხბურთს პრაქტიკულად ორი თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა. ვაცადოთ ქართველ შემტევს მშვიდად ყოფნა".
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში "წითელ-მწვანეების" ახალგაზრდა ვინგერმა დუბლის გაფორმება მოახერხა.
რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კი 21 წლის გარემარბის ანგარიშზე 14 მატჩში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. "ჯვაროსნებში" კი "რუბინის" 21-ე ნომერს უკვე 5 ბურთი დაუგროვდა.