ავტორიზაცია

"ქართველი ვარ და ამით ვამაყობ!" - გიორგი წიტაიშვილის პასუხი უკრაინელებს

"ქართველი ვარ და ამით ვამაყობ!" - გიორგი წიტაიშვილის პასუხი უკრაინელებს
თარიღი 13 Nov 2021, 15:14

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილთან უკრაინულმა იუთუბ არხმა "МУХА"-მ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც 20 წლის შემტევი მოქალაქეობის შეცვლაზე საუბრობს.

"ვამაყობ ჩემი სამშობლოთი და ვიცი, რომ ქართველი ვარ. უკრაინა ჩემი მეორე სახლია. აქამდე მკერდზე ვიდებ ხელს, როდესაც ჰიმნი ჟღერს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ვუღალატე. მე პირველ რიგში ქართველი ვარ. უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, რათა დინამოში მეთამაშა. მაშინ უკრაინის ჭაბუკთა ლიგებში ლეგონერს თამაში არ შეეძლო. მკითხეს, უკრაინაში თუ მყავდა ნათესავი. ვუპასუხე, რომ ბებიის ხაზით მყავდა და მთხოვეს, შემეცვალა მოქალაქეობა. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც საქართველოს ნაკრებში თამაში გადამაწყვეტინა, ბაბუაჩემი იყო. მას ეს ძალიან სურდა. როდესაც ის გარდაიცვალა, საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მივიღე", - განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა.

ოდესის ჩერნომორეცის 20 წლის ნახევარმცველის დებიუტი საქართველოს ნაკრებში სექტემბერში, კოსოვოს წინააღმდეგ შედგა. ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობა 2021 წლის მაისში მიიღო.