კაფუ: "დანი ალვეში მჯობია, ბარსელონას მისი ტრანსფერი გააძლიერებს"
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა კაფუმ, დანი ალვეშის „ბარსელონაში“ დაბრუნება შეაფასა.
„დანი მე მჯობია, მისი გამოცდილება კლუბს ბევრ რამეს მისცემს. მიუხედავად ასაკისა, ალვეში შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.
დარწმუნებული ვარ, მას ყატარის მუნდიალზეც შეუძლია თამაში. „ბარსელონასთვის“ ეს კარგი გაძლიერებაა.“ - აღნიშნა კაფუმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ დანი ალვეში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. 38 წლის ბრაზილიელის ბოლო კლუბი „სან პაულუ“ იყო, „ბარსელონაში“ კი ის 2008-2016 წლებში თამაშობდა.