ავტორიზაცია

"ჩაკვეტაძე იმიტომ არ ვათამაშე, რომ არ დაიმსახურა" - სანიოლი უზბეკეთთან მატჩამდე

"ჩაკვეტაძე იმიტომ არ ვათამაშე, რომ არ დაიმსახურა" - სანიოლი უზბეკეთთან მატჩამდე
თარიღი 14 Nov 2021, 14:08

საქართველოს ნაკრების მთავარმა ვილი სანიოლმა უზბეკეთთან მატჩამდე ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"რაც შეეხება შვედეთთან პირველ გოლს, ვცდილობთ სტანდარტულ მდგომარეობებზე ვიმუშავოთ, თუმცა ეს ოქრიაშვილის ფანტაზიის დამსახურება იყო. სამწუხაროდ, დროები ლიმიტირებულია, რის იქეთაც არ შეგიძლია ნაკრებმა ივარჯიშოს. ყველაფერს ვერ მოასწრებ.

რატომ არ ვათამაშე ჩაკვეტაძე? იმიტომ, რომ რაც ვარჯიშებზე ვნახე, ვთვლი, რომ არ იმსახურებდა შვედეთთან შეხვედრას. ნიჭი არის საქმის მხოლოდ 30%, დანარჩენი შრომა, საქმისადმი თავის მიძღვნა და გუნდური სულია. იმედი მაქვს, ჩაკვეტაძე შემდეგ თვეებში კლუბში უფრო მეტს ითამაშებს.

რაც აქ ვარ, ყველაზე დიდი კონკურენცია შემადგენლობასთან დაკავშირებით სწორედ ახლა გვქონდა, რის გამოც ძალიან გახარებული ვარ. შემიძლია დავადასტურო, რომ უზბეკეთის წინააღმდეგ ლაზარე კუპატაძე ითამაშებს. რაც შეეხება ვოლკოვს, მასთან არ მისაუბრია, მას ჯერ კიდევ ფრენა აქვს, რომელიც შვედეთთან მატჩში განახორციელა.

სტაბილურობა არის ის, რაც მე, თქვენ, ყველას გვინდა. სწორედ უზბეკეთთან მოგებაა საჭირო იმისთვის, რომ ბედნიერი ნოტა გავაგრძელოთ და მარტის თამაშებისთვის კარგ განწყობაზე ვიყოთ, სადაც ივნისის ერთა ლიგის მატჩებისთვის მოვემზადებით," - განაცხადა სანიოლმა.

საქართველოსა და უზბეკეთის მატჩი 18:00 საათზე ხვალ, 15 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრა გორში ჩატარდება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილავთ.